სერვისები

DataStream-ში ჩვენ სპეციალიზირებულნი ვართ Power BI-ის რეპორტინგის სოლუშენში, დაწყებული ნედლი მონაცემების დამუშავებიდან დამთავრებული სრულად ინტერაქტიული რეპორტებით. ჩვენი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს კლიენტებთან, რათა შეიმუშავონ, განავითარონ და განათავსონ ინდივიდუალურად მორგებული Power BI-ის რეპორტები, რომლებიც მორგებულია მათ კონკრეტულ ბიზნეს საჭიროებებზე. მონაცემთა საწყისი მოდელირებიდან და ვიზუალური დიზაინიდან დაწყებული, ინფორმაციის გამოქვეყნებამდე და დაინტერესებულ მხარეებთან უსაფრთხოდ გაზიარებამდე. ჩვენ ვმართავთ რეპორტინგის სრულ სასიცოცხლო ციკლს .

ჩვენ ასევე ვეხმარებით ETL/ELT (extract transform load / extract load transform) სერვისების განვითარებას, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი მონაცემების შეუფერხებელ ნაკადს წყაროს სისტემებიდან ანალიტიკურ პლატფორმებამდე. იქნება ეს მონაცემთა მრავალი წყაროს ინტეგრირება თუ არსებული მონაცემთა პაიპლაინის ოპტიმიზაცია, ჩვენი ETL/ELT გადაწყვეტილებები შექმნილია საიმედოობის, მასშტაბურობისა და პერფორმასის გაუმჯობესებისკენ.

გარდა ამისა, ჩვენი SQL სერვისები მოიცავს ყველაფერს, ძირითადი მოთხოვნიდან დაწყებული მონაცემთა ბაზის გაფართოებულ განვითარებამდე. ჩვენ ვეხმარებით ეფექტური SQL მოთხოვნების განხორციელებას, პროცედურების შექმნას, დაგეგმილი სამუშაოების შექმნას(Job) და რეალურ დროში რეპორტინგის და ავტომატიზაციის მხარდასაჭერად საჭირო backend ინფრასტრუქტურის გამართვას. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ არა მხოლოდ თქვენი მონაცემთა ეკოსისტემის ფუნქციონალური მუშაობა, არამედ სრული ოპტიმიზიაცია თქვენი წარმატებისთვის.

01

02

03